“სამსახურში მისვლამდე ერთდროულად მოხდა მერიისა და საკრებულოს ოცდაათამდე თანამშრომლის აყვანა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თითოულის აყვანას დასჭირდა მინიმუმ სამი მანქანა, აშკარაა რომ ფინანსური პოლიციის მთელი შემადგნელობა მობილიზებული იყო იმისათვის, რომ საკრებულოსა და მერიის თანამშრომლები აეყვანა.
ჩვენი ჩარევის შემდგომ და სავარუდოდ იმის გამო, რომ დღეს თბილისში მაღალი რანგის დელეგაცია იმყოფება, მოხდა ბრალის გადაკეთება და ვითომდა ამ ხალხის მოწმედ დაბარება. ყველა ამ ადამიანის აყვანა მოხდა ისეთი წესით, როგორც აჰყავთ ჩვეულებრივი კრიმინალები, მათ ყველას დაადეს ხელბორკილები, არ განემარტათ უფლებები, ყველა მათგანი მიიყვანეს ფინანსურ პოლიციაში და ბოლოს იმის გამო, რომ ნაწილზე მოასწრეს ბრალის წაყენება, ეს დოკუმენტაცია დახიეს და ეს ადამიანები მოწმეებად გამოაცხადეს”_ განაცხადა უგულავამ საგანგებო ბრიფინგზე.
თბილისის მერის განცხადებით, დაკავებამდე ეს ადამიანები რამდენჯერმე ჰყავდათ დაბარებული დაკითხვაზე, არც ერთი მათგანი არ გაქცევია და დამალვია გამოძიებას.
“მათ ბავშვების და ოჯახების თვალწინ დაადეს ხელბორკილები, ამის შემდეგ მიჰყავთ ფინანსურ პოლიციაში და ებლატავებიან, ხოლო შემდეგ კი იმის გამო რომ დაირეკა ზემოდან და მე შემოვცხე განგაშის ზარი, ბევრ მაღალჩინოსანთან მქონდა საუბარი და ბოლოს ხდება ბრალის შეცვლა და თითქოს ეს ხალხი იყო მოწმის სახით დაბარებული. გინახავთ მოწმეებს ხელბორკილებით და სამსამი მანქანით აკავებდნენ?”
გიგი უგულავამ რეაგირებისთვის სახალხო დამცველს მიმართა . მისივე თქმით მერიის და გამგეობების თანამშრომლები მზად არიან უკანონო დაკავების გამო განცხადებით მიმართონ პროკურატურას.
რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სადაც ნათქვამია რომ მერიის და გამგეობების თანამშრომლები მოწმის სახით ჰყავდათ დაბარებული.