(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ გავრცელებული ინფორმაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის რწმუნებულს ზვიად ლომაძესა და მის მოადგილეს დინარა გოგუაძეს დაკავებული თანამდებობის დატოვება მოუწევთ. ჯერ არ ვრცელდება ინფორმაცია, ვინ შეცვლის ლომაძეს, არც ოფიციალური კომენტარები კეთდება. არაოფიციალურად ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ ლომაძის გაშვება ჩვენი გაზეთის მიერ ბოლო პერიოდში სუფსის თემთან დაკავშირებულ სკანდალურ წერილებს უკავშირდება _ მოსახლეობა სოფლის ხელმძღვანელობას სხვადასხვა ბრალდებას უყენებს; ჟურნალისტური მოკვლევებითაც დგინდება, რომ სუფსაში სერიოზული პრობლემებია. ლომაძე და გოგუაძე, ბოლო წლებში, უსიამოვნო ისტორიებში რამდენჯერმე გაეხვნენ _ რწმუნებულს მისი წინამორბედი _ დარეჯან ესართიაც დაუპირისპირდა, ხოლო სოფლის ყოფილმა მაჟორიტარმა _ ჯუმბერ ბლაგიძემ ლომაძეს ფინანსური და სხვა სახის ბრალდებები წაუყენა. რაც შეეხება გოგუაძეს, მის წინააღმდეგ ტაბანათის უბნის მოსახლეობამ გაილაშქრა, როცა ჩინოსანს საკუთარ ნაკვეთზე “ბილაინის” ანძის დადგმა პოლიციის დახმარებით სურდა.
Developed By Web Features 2025 © All rights reserved