(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის რწმუნებულს ზვიად ლომაძეს უფლებამოსილება შეჩერებული აქვს და თანამდებობიდან გათავისუფლებულია. თუმცა, ეს ინფორმაცია “გურია ნიუსთან” საუბარში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის სამსახურის უფროსმა ეთერ ჭყონიამ არ დაადასტურა: _ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ზვიად ლომაძე თავის მოვალეობას ასრულებს, _ გვითხრა ჭყონიამ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved