_ ასე შეაფასა მანანა კობახიძემ ნათია მოგელაძის საქმიანობა, რომელიც ამ ეტაპზე ისევ საჯარო სამსახურშია დასაქმებული და მისი ძირითადი საქმიანობა კორუფციასთან ბრძოლაა.
“ძალიან ცუდია, როცა ჩინოვნიკი პოლიტიკურად ანგაჟირებული იყო და პრაქტიკულად პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე მოქმედებდა, რაც იყო აშკარად გამოხატული. დღეს სწორედ ეს პრეტენზიები გვქონდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან. თუ ეს ადამიანი კვლავ აგრძელებს მუშაობას, არ ვიცი, რომელი ევროპულ სტანდარტების დამკვიდრებაზე მუშაობს, თუმცა, ფაქტია, რომ აქამდე მისი მუშაობა იყო ყველანარი ევროპული და არსებული სტანდარტის დარღვევა. არ ვიცი, რას აკეთებს და როგორ მუშაობს _ ჩვენ აუდიტის სამსახურის შიდა საქმეებში ვერ ჩავერევით. ჩვენ დავაფიქსირეთ მოსაზრება, რომ საკადრო პოლიტიკა უნდა იყოს გამჭვირვალე, ადამიანების დანიშვნა უნდა ხდებოდეს კონკურსის სახით და მათი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე. მიმაჩნია, რომ მოგელაძე მაინც პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანია და მის იქ ყოფნა რამდენად გამოადგება იმ სამსახურს, ვერ გეტყვით,” _ თქვა “გურია ნიუსთან” საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ მოგელაძის საქმიანობის შეფასებისას.