დათვლილია 387 ბიულეტენი. დელეგატების ძირითადმა ნაწილმა ხმა დავით ბაქარაძეს მისცა.
ბაქრაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ქვეყანაში მსგავსი სახით არასდროს ჩატარებულა შიდა პარტიულო არჩევნები. ბაქრაძე პრაიმერს უპრეცედენტოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” კიდევ უფრო მეტად ვითარდება და წინ მიდის.
შეგახსენებთ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შიდა პარტიული პრაიმერი დღეს ქუთაისით დაიწყო და არჩევანი პარტიის 450 დელეგატმა გააკეთა.
მორიგი პრაიმერი 7 ივლისს გორში გაიმართება.