სცენაზე უშუალოდ, პერსონაჟთა სულიერი სამყაროს თავისებური წვდომითა და შესრულების მაღალი დონით წარმოჩნდნენ სცენისმოყვარეები: მერი სირაძე, ნინო ჟორჟოლიანი, გოგი ცინცაძე, ავთო მახარაძე, გიორგი სიხარულიძე, შოთა ყაჭეიშვილი, ნუკრი მახარაძე. წარმოდგენის რეჟისორი და მხატვარი გახლდათ გოგი ცინცაძე, მუსიკალური გამფორმებელი _ ნინო სიხარულიძე, რეჟისორის ასისტენტები _ კოტე სიხარულიძე, შალვა შარაშიძე.
მაყურებელი დიდხანს უკრავდა ტაშს სცენისმოყვარეებს, რომლებმაც მათ ერთი საღამო გაულამაზეს და სიმხნევე და სიხალისე მიანიჭეს.
სახალხო თეატრი მაყურებლის წინაშე ოქტომბერში, ახალი პრემიერით წარდგება.