ამას ჩვენთან საუბრისას, როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ასევე სპეციალისტებიც ადასტურებენ. თუმცა, ამის მიუხედავად, ეს ნახაზები ბევრჯერ გახდა მოქალაქეების დაჯარიმების ხარჯზე ბიუჯეტის შევსების გზა. ნახაზების მიხედვით, ნოდარ დუმბაძის ქუჩაზე მაცხოვრებლებს, სახლთან მანქანის გაჩერება იმ მიზეზით არ შეუძლიათ, რომ მათი ჭიშკრების წინ უწყვეტი ხაზია; უწყვეტი ხაზია საკათედრო ტაძართანაც. ჩოხატაურელები დიდი ხანია ამ პრობლემის მოგვარებას ითხოვენ, თუმცა, უშედეგოდ _ არც ძველ და არც ახალ ხელისუფლებას ეს თხოვნა ამ დრომდე არ გაუთვალისწინებია.
“გურია ნიუსის” კითხვაზე, მოხდება თუ არა არასწორად დახაზული ქუჩების გადახაზვა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, თამაზ ჯინჭარაძე გვპასუხობს, რომ ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია: _ ამ საკითხს, უახლოეს დღეებში პოლიციასთან და ზედამხედველობის სამსახურთან ერთად გავივლით. შესაბამისად, მალე მოხდება ქუჩების გადახაზვა და ახალი ნახაზებიც დაემატება, _ გვითხრა ჯინჭარაძემ.