„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ახალი პლაკატები გამოფინეს და ასევე, ახალი კარავი გაშალეს. ახალ პლაკეტებზე ახალი სახეები გამოჩნდნენ: გურიის ვიცე-გუბერნატორი, ლელა თავართქილაძე და პარლამენტარი, რამაზ ნიკოლაიშვილი. აქციის მონაწილეების მოთხოვნა კი ისევ ძალაში რჩება, ისინი ოზურგეთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, კოტე შარაშენიძის გადადგომას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ასევე მოითხოვენ მთავარი პროკურატურა დაინტერესდეს სოფლის მხარდამჭერი პროგრამებით და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატების საქმიანობით.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved