“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერის, გოჩა თევდორაძის განცხადებით, დიმიტრი კოპალიანი ვერ ახერხებს ქალაქის მართვას და მერიის მუშაობა თითქმის პარალიზებულია. მისი თქმით, მერის პოლიტიკა ვერც ერთი კუთხით უძლებს კრიტიკას. თევდორაძე დიმიტრი კოპალიანს მოუწოდებს, გონივრულ ვადაში გადადგას ნაბიჯები სიტუაციის გამოსასწორებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” ქუთაისი მერს იმპიჩმენტით ემუქრება.
“დღეისთვის აბსოლუტურად პარალიზებულია მერიის სტრუქტურების მუშაობა. ვერ ხერხდება საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, მოქალაქეები დროულად ან საერთოდ ვერ იღებენ სათანადო პასუხებს მერიისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე, გაურკვევლად მიმდინარეობს ქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოები,” _ განაცხადა გოჩა თევდორაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.