უფროსის მოვალეობას ახლა ლია ნიკოლაიშვილი ასრულებს.
თამარ ასკურავას თქმით, მან საკუთარი სურვილით დაწერა განცხადება: _ მცირე ხნით ავიღე შესვენება. არავითარ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. დიდი ხანია ვფიქრობ დასვენებაზე, იმიტომ, რომ ძალიან ძნელი სამსახური მაქვს.
_ სხვა სახის შემოთავაზებას ხომ არ გქონიათ?
_ არა, ხელისუფლების მხრიდან არანაირ შემოთავაზებას ადგილი არ ჰქონია. ამჯერად უმუშევარი ვარ, _ გვითხრა თამარ ასკურავამ.
_ ასკურავას სამსახურიდან წასვლის ამბავი ჩემთვისაც მოულოდნელობა იყო, _ გვითხრა გამგებლის მოადგილემ ვახტანგ ზენაიშვილმა.
ზაზა ურუშაძე, ლანჩხუთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი: _ თამარ ასკურავამ დატოვა თანამდებობა _ ამას ვადასტურებ, მაგრამ ვინ დაინიშნება მის ადგილზე, ჯერ არ გვაქვს გადაწყვეტილი. ვისაც დავნიშნავთ, ის იქნება საქმის პროფესიონალი. რამდენიმე ადამიანი მყავს გათვალისწინებული. რაც შეეხება ასკურავას, მე მისთვის არ მომითხოვია სამსახურის დატოვება _ სოციალურ სამსახურში აუდიტორულ შემოწმებას ვატარებდით. ყველა სამსახურებს ვამოწმებთ. დამირეკა ასკურავამ და მითხრა, მივდივარო. მე პირადად არც კი მინახავს მისი განცხადება, _ გვითხრა ზაზა ურუშაძემ.