სამართალდამცველებმა ამავე ბრალდებით, თბილისის სხვადასხვა უბანში ერთდროულად დააკავეს 1983 წელს დაბადებული გიორგი კ. 1990 წელს დაბადებული მალხაზ ნ. და 1983 წელს დაბადებული გიორგი ქ.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები აღიარებენ ე. წ. ქურდულ სამყაროს, ამ სამყაროს წესების დაცვით მონაწილეობდნენ ე. წ. ქურდულ გარჩევებში და მოქალაქეებისგან დაშინებისა და მუქარის გზით, ე. წ. “ობშიაკისთვის” გარკვეულ თანხებს ითხოვდნენ. ასევე მუდმივად იძიებდნენ და ადგენდნენ იმ ობიექტებს საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა თანხის ამოღება. სამართალდამცველებმა ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის სპეციალური სამალავიდან ამოიღეს კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატური ცეცხლსახროლი იარაღი, 2 მჭიდით და 44 საბრძოლო ვაზნით, ასევე „ტე-ტე“-ს ტიპის პისტოლეტი 2 მჭიდით და 16 საბრძოლო ვაზნით.
ასევე ამოღებულია დიდი ოდენობით ფული და ე. წ. “ქურდული ობშიაკისათვის” თანხების შეგროვების ამსახველი შავი ჩანაწერები.
სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი გზით შეძენილი “ბე-ემ-ვე იქს 5” ის მოდელის მანქანა ამოიღეს, რომლითაც დაკავებულები დანაშაულებრივი ქმედების დროს გადაადგილდებოდნენ.
გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის და კანონიერი ქურდობის ბრალდებით მიმდინარეობს (სსსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს).