ფრანგ ექსპერტებთან შეხვედრაზე მინისტრმა საქართველოს ახალი ხელსიუფლების საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები მიმოიხილა, ისაუბრა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ექსპერტები საქართველო-რუსეთის ურთიერთობების თემით დაინტერესდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქარველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივას და ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.
შეხვედრას საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის სტრატეგიული დირექტორი ტომა გომარი, რუსეთის კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ცენტრის მკვლევარი სილვია სერანო და სტრატეგილ კვლევათა ფონდის მკვლევარი ემანუელ დუპუი ესწრებოდნენ.