დისკუსიაში, რომელიც საქართველოს მდგრადი განვითარების შესაძლებლობებს ეხებოდა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილიც იღებდნენ მონაწილეობას.
შოთა მურღულიამ და ნინო შარაშენიძემ აღნიშნეს, რომ სტეფანწმინდის ტრავერტინები არ შედიოდა დაცული ძეგლების სიაში და მისი დაზიანებისთვის სამშენებლო კომპანიას არანაირი სანქცია არ დაწესებია.
“რა თქმა უნდა, სამშენებლო კომპანიას კანონი არ დაურღვევია, რადგან ტრავერტინებს ბუნების დაცული ძეგლის სტატუსი არ ჰქონია. შესაბამისად, კანონი თუ არ დაურღვევია, სანქციასაც არავინ დაუწესებდა. ჩვენ არავის არ ვაფარებთ ხელს. პროექტი როცა შედგა, მასში არცერთი ძეგლი არ იყო მითითებული”, _ აღნიშნა მურღულიამ და დაამატა, რომ დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა მიმდინარეობს.
სტეფანწმინდაში მდებარე მჟავე წყლების მთის ნაწილი, დაახლოებით ერთი თვის წინ, გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე გვირაბის რეაბილიტაციას შეეწირა.