და თანაბარი ფინანსური მდგომარეობა. ასევე, ისაუბრა პაატა ბურჭულაძისთვის ავსტრიის მოქალაქეობის შენარჩუნებაზე.
“პაატა ბურჭულაძეს უნდა მიეცეს უფლება, იყაროს კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში და უარი არ თქვას ავსტრიის მოქალაქეობაზე. იმდენად მნიშვნელოვანია მისი მონაწილეობა არჩევნებში და იმდენად არ “აწყობს” ხელისუფლებას, რომ თუ ის მიიღებს მონაწილეობას, “ქართული ოცნება” დაბალანსდება. ის არის ერისა და ეკლესიის წიაღიდან წამოსული კანდიდატი. თუ პრემიერს აქვს უფლება, იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქე, ამ შემთხვევაში ბურჭულაძესაც უნდა მიეცეს უფლება, იყაროს კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში და უარი არ თქვას ავსტრიის მოქალაქეობაზე.
აუცილებელია წინა საარჩევნო პერიოდში ყველა ძალას ჰქონდეს თანაბარი საკონსტიტუციო უფლება. ჩვენ ვითხოვთ თანაბარ გარემოს, აიკრძალოს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება. გარდა ამისა, აუცილებელია, იყოს თანაბარი ფინანსური მდგომარეობა”, _ თქვა ჯონდი ბაღათურიამ.