_ დაცვა გვეუბნება, რომ საშვის გარეშე არ შეიძლება გადაადგილება შენობაში და არც საპირფარეშოში. საშვთა ბიუროში კი საშვს არ გვიწერენ, ეს უზრდელობა არის და როგორ ამოგიწერო საშვიო, _ ამბობენ “გურია ნიუსთან” საუბრისას აქციის მონაწილეები.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესამსახურის, ნინო სალუქვაძის თქმით, დღის განმავლობაში აქციის მონაწილეებს დაცვის თანხლებით საპირფარეშოთი სარგებლობის უფლება აქვთ, ოღონდ 6 -ამდე, 6-საათის შემდეგ შენობა ბარდება დაცვას და იგი დაკეტილად ითვლება.