სამინისტროს ინფორმაციით, ხორციელდება ამ დარგის განვითარებისთვის მთელი რიგი ღონისძიებები, რომელიც გარავს ყველა მნიშვნელოვან რეგიონს. კერძოდ, სრულდება კახეთის რეგიონის განვითარების პროექტი და მიმდინარეობს ანალოგიური პროექტი იმერეთში. ახალი ტურისტული ობიექტები შენდება რაჭაში, იმერეთსა და სვანეთში.
საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების დიდი ნაწილი შემოდის მეზობელი ქვეყნებიდან. მიმდინარე წელს ვიზიტორების სიმრავლით თურქეთი (616 864), აზერბაიჯანი (355 809), სომხეთი (353 732) დ რუსეთი (184 287) გამოირჩეოდნენ.