პარტიის ლიდერის გოჩა თევდორაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც დიმიტრი კოპალიანი გააკრიტიკეს, ამ კრიტიკამ შედეგი გამოიღო და კოპალიანმა მერიაში სატენდერო და საკონკურსო კომისიები შექმნა, რაც ამ ეტაპზე ქალაქისთვის მნიშვნელოვანია. მისივე განცხადებით, ქუთაისის მერმა ნათლად დაინახა, რომ საჭირო იყო ამ კომისიების შექმნა. თევდორაძე აღნიშნავს, რომ დააკვირდება მერიაში განვითარებულ მოვლენებს და პარტია ამის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას.
გადაწყვეტილება კი, არც მეტი არც ნაკლები, დიმიტრი კოპალიანის იმპიჩმენტის საკითხის დაყენება იქნება, რომლითაც პარტია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” მერს რამდენიმე დღის წინ დაემუქრა.