მოსარჩელეები საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის დროებით მოვალეობის შემსრულებლის, ზურაბ ხაბურზანიას მიერ სენაკის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის ბათილად ცნობას მოითხოვენ. მათი თქმით, გამგებლის მოვალეობის დანიშვნა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონის დარღვევით ხდება.
“ქალთა კავშირის” განცხადებით, საკრებულო გამგებლის მოვალეობის დროებით შემსრულებლის დანიშვნას მაჟორიტარის გურამ მისაბიშვილის ლობირებით ახდენს, რასაც არ დაუშვებენ. მოსარჩელეები მოითხოვენ, რომ 9 ივლისს დანიშნულ საკრებულოს სხდომაზე გამგებლის დანიშვნის საკითხი არ განიხილონ და სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდონ.
მოსარჩელეების მხრიდან საკრებულოს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე საკრებულოში კომენტარს არ აკეთებენ.