39 წლის მამუკა მიქაუტაძე ორი დღის წინ თბილისის ზღვაზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას თბილისის შს მთავარ სამმართველოში მეგობრის საწინააღმდეგო ჩვენება იძულებით დააწერინეს. ამის შესახებ “გურია ნიუსს” მამუკა მიქაუტაძის მეუღლემ განუცხადა.
დღეს, “ვექტორის” წარმომადგენელმა სწორედ მამუკა მიქაუტაძის გვამის გარეგანი დათვალიერება ჩაატარა. ალექსანდრე გეჯაძე საქმეში ახალგაზრდა იურისტების მიმართვის შემდეგ ჩაერთო.
უფლებადამცველ გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, პოლიციაში კარგად აპრობირებული ცემის მეთოდები, როგორცაა წყლით სავსე პოლიეთილენის ბოთლი და სველი პირსახოცით, გარეგანი დაზიანების კვალს არ ტოვებს.
საიას თავმჯდომარის, კახა კოჟორიძის თქმით, ის დაზიანებები, რაც გარეგნული დათვალიერებით გამოიკვეთა, სრულიად საკმარისია იმ ვერსიის გასამყარებლად, რასაც მამუკა მიქაუტაძე გარდაცვალებამდე უთითებდა, კოჟორიძის თქმით, მისთვის ცნობილია იმ ჩვენების შინაარსი, რაც მიქაუტაძეს პოლიციაში დააწერინეს. ჩვენების შინაარსი ისეთია, რასაც არცერთი ადამიანი საკუთარი ნებით არ დაწერდა.”