როგორც გვითხრეს, ავტომობილს ჯინჭარაძე ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. თუმცა, ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი. ჯინჭარაძის თქმით, ავტომობილს მძღოლი, გაბრიელ სიმონიშვილი მართავდა.
იგივე დაგვიდასტურეს ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოში. პოლიციის უფროსის, აკაკი მაისურაძის თქმით, პოლიციაში ძროხის პატრონი და გამგებლის მძღოლი ერთდროულად გამოცხადდნენ:
_ მოვიდნენ და შედგა ოქმი. კანონის შესაბამისად სიმონიშვილი 300 ლარით დაჯარიმდა, ხოლო ძროხის პატრონი 10 ლარით, რადგან სავალ ნაწილზე საქონლის ტარება არ შეიძლება, _ გვითხრა მაისურაძემ.
_ ბატონო აკაკი, ჩვენ გვითხრეს, რომ ავტომობილს თამაზ ჯინჭარაძე ნასვამ მდგომარეობაში მართავდა…
_ ვერაფერს გეტყვით. ჩვენთან მძღოლი მოვიდა და თქვა, რომ ის იჯდა საჭესთან. ანალოგიური ინფორმაცია მოგვაწოდა ძროხის პატრონმაც, _ აღნიშნა მაისურაძემ.