მიმდინარე წელს საგაზაფხულო გაწვევა წარმატებით განხორციელდა და დანიშნულ ვადაში დასრულდა. 2013 წლის საგაზაფხულო გაწვევის პერიოდში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ იქნა 2500 წვევამდელი, რითაც მთლიანად დაკომპლექტდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის (700 წვევამდელი), თავდაცვისა (600 წვევამდელი) და შინაგან საქმეთა (1200 წვევამდელი) სამინისტროების მოთხოვნები.
წვევამდელთა დროულად ჩარიცხვებსა და გაწვევის პროცესის წარმატებით განხორციელებას საკოორდინაციო ჯგუფის ორგანიზებულმა მუშაობამ შეუწყო ხელი როგორც დედაქალაქში, ისე საქართველოს რეგიონებში.
გაწვევის პროცესს კოორდინაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უწევს. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები ექვემდებარებიან, რომლებიც სამხედრო აღრიცხვაზე იმყოფებიან და არ აქვთ გადავადების ან გათავისუფლების უფლება.