და ერთობლივად შემუშავებული რეკომენდაციები მასმედიასა და ადგილობრივი თვითმმართველების წარმომადგენლებს გააცნო.
შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: ამომრჩეველთა სიები, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქება და პარტიების დაფინანსება.
როგორც “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” ზონის კოორდინატორმა, ელენე ნიჟარაძემ გვითხრა, მათთვის მნიშვნელოვანია მიწვეული ადამიანების აზრის მოსმენა, ვინაიდან აღნიშნულ პირებს აქვთ დიდი გამოცდილება, იციან ადგილობრივი პრობლემების შესახებ.
“საინტერესო იქნება მათი აზრის მოსმენა, ეთანხმებიან თუ არა ჩვენს რეკომენდაციებს, რათა შემდგომ ეს გავაჟღეროთ ინტერფრაქციულ ჯგუფში, სადაც ეს რეკომენდაციები განხილვის რეჟიმშია და სანამ მიიღებს გადაწყვეტილებას პარლამენტი, ყველა მოსაზრება უნდა იქნას გათვალისწინებული,” _ გვითხრა ელენე ნიჟარაძემ.
თამაზ ტრაპაიძე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი: “რეკომენდაციები შემუშავებულია სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ. რაც შეეხება საზოგადოების ჩართულობას, ის საკმაოდ მაღალია. არის გარკვეული თემები, რომლებიც მოსახლეობისთვის საინტერესო იყო და მათ თავიანთი მოსაზრებები გააჩნიათ, რაც ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია.”
“მრგვალ მაგიდას” მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ურუშაძე მისი მოადგილე და სხვა საჯარო მოხელეებიც დაესწრნენ.