https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

SJC: მზია ამაღლობელის მიმართ პატიმრობის გამოყენება უკანონოა და გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს

12:16; 20.01.2025
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

სოციალური სამართლიანობის ცენტრი წარმოადგენს მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ სასამართლოს განჩინების ნიუანსურ ანალიზს და მოუწოდებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შეცვლას პირველი ინსტანციის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან და არსებული სამართლებრივი ჩარჩოს შემობრუნებისა და მანიპულაციის მცდელობაა.

“შესავალი

2025 წლის 14 იანვარს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელის წინააღმდეგ პატიმრობის გამოყენება პროკურორის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის საფუძველზე წარდგენილი ბრალის (პოლიციელზე თავდასხმა) და სასჯელის (4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა) სიმძიმიდან გამომდინარე შექმნილი მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებათა დაზიანების რისკებით გაამართლა.

მოსამართლეს არ მიუთითებია არც ერთ რელევანტურ მტკიცებულებაზე, რომელიც უშუალოდ ამ საფრთხეებს დაასაბუთებდა. სასამართლომ დამატებით გარემოებად მხოლოდ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიუთითა, რომელზეც პასუხისმგებლობა ჯერ არც იყო დამდგარი და შესაბამისად, მათ შორის, უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, არარელევანტურ გარემოებას წარმოადგენდა.

ამასთან, სასამართლომ სრულიად უგულებელყო პატიმრობის შეფარდებისთვის მნიშვნელოვანი გარემოება – მისი ხანგრძლივი ჟურნალისტური საქმიანობა და მაღალი რეპუტაცია მაშინ, როდესაც არ მოერიდა მისი პიროვნების ‘უკიდურესად უარყოფით დახასიათებას ჯერ კიდევ დაუდგენელი ბრალიდან გამომდინარე. სასამართლომ ასევე უგულებელყო მზია ამაღლობელის დაკავებით ჟურნალისტური საქმიანობისთვის გამოწვეული ‘მსუსხავი ეფექტი’.

ეს მიმოხილვა კრიტიკულად აანალიზებს მოსამართლე ნინო სახელაშვილის მიერ პატიმრობის შეფარდების დასაბუთებას და აჩვენებს, თუ რამდენად მოკლებულია ის გონივრულობის, საკანონმდებლო და ადამიანის უფლებების სტანდარტებს, მეტიც ურთიერთწინააღმდეგობრივიც კი არის.

დანაშაულის ჩადენის შესახებ გონივრული ეჭვი

ნინო სახელაშვილი თავის განჩინებაში საერთოდ არ მსჯელობს, რამდენად შეესაბამება ეროვნულ კანონმდებლობას სილის გაწვნის პოლიციელზე თავდასხმად (სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლი) კვალიფიკაცია. თბილისის საქალაქო სასამართლოს პრაქტიკა ამ დანაშაულის შემადგენლობის განმარტებისას ყურადღებას ამახვილებს პირის მიზანზე, თავს დაესხას პოლიციელს მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. ცხადია, ამ დანაშაულის მიზანი სამართლებრივი სიკეთის – პოლიციელის კანონიერი უფლებამოსილების განხორციელების – დაცვაა. ამ შემთხვევაში, სილის გაწნას პოლიციელის უფლებამოსილების განხორციელებისთვის დაბრკოლება არ შეუქმნია და აღნიშნული კვალიფიკაცია აშკარად დაუსაბუთებელია.

აღნიშნული ქმედების კვალიფიკაცია ექცევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის, ან ყველაზე ფორმალისტური ინტერპრეტაციის შემთხვევაში, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის (ძალადობა) კვალიფიკაციაში, თუმცა, ამ შემთხვევაში გამოძიებას გაუჭირდება დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენების სტანდარტის მტკიცება, რომელიც ამ დანაშაულის აუცილებელი პირობაა. ამასთან სსკ-ის მე-7 მუხლის საფუძველზე ამგვარ ქმედებებზე პირს არ შეიძლება დაეკისროს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რადგან დანაშაულს არ წარმოადგენს ისეთი ქმედება, რომელიც, თუმცა ფორმალურად შეიცავს ამ კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ან არ შეუქმნია ასეთი ზიანის საფრთხე.

თავის მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლი, რომლითაც გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას მზია ამაღლობელს ედავებიან,  სამართლებრივი თვალსაზრისით საკმაოდ პრობლემურია. მას  განუსაზღვრელი შინაარსი აქვს და საგამოძიებო ორგანოებს ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას აძლევს (უნდა აღინიშნოს, რომ სისხლის სამართლის კოდექსს ეს მუხლი 2011 წლის ივლისს, 2011 წლის 26 მაისს პროტესტანტების მასობრივი დარბევისა და რეპრესიების შემდეგ დაემატა). ეს მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს პოლიციელსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებზე თავდასხმისთვის, ისე რომ არ განსაზღვრავს თავდასხმის დეფინიციას, მის ინტენსივობასა და მეთოდებს, რითაც სამსახურებრივი მდგომარეობით მოტივირებული ნებისმიერი სახის ფიზიკური შეურაცხყოფის, ძალადობისა და წინააღმდეგობის ამ დანაშაულის ქვეშ მოქცევის შესაძლებლობას იძლევა. სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა ცალსახად არ არის ჩამოყალიბებული განჭვრეტადი ფორმით. ეს კი პრაქტიკაში არაერთგვაროვანი განმარტებებისა და არაკეთილსინდისიერი გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.

ამდენად, კეთილსინდისიერი განმარტების პირობებში, სასამართლო სილის გაწნას იმ სახის აგრესიულ და წინასწარგანზრახულ, დაგეგმილ და მოტივირებულ ქმედებად ვერ ჩათვლიდა, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის – პოლიციელზე თავდასხმის – უკან მოიაზრება.

ჩადენილი ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციის გონივრულობაზე მსჯელობის ვალდებულება მოსამართლეს ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით ეკისრებოდა, რომელიც დაკავების წინაპირობად დანაშაულის ჩადენის შესახებ გონივრული ეჭვის არსებობას ითვალისწინებს.  ევროპული სასამართლო, მათ შორის, ჟურნალისტების სასარგებლოდ გადაწყვეტილ საქმეებზე აკონკრეტებს, რომ დაკავების თვითნებურობის შეფასებისას უნდა დადგინდეს, რამდენად არსებობს გონივრული საფუძველი ჩადენილი ქმედების ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ სისხლის სამართლის დანაშაულად კვალიფიკაციისთვის.

ამასთან, როგორც ევროპული სასამართლო უთითებს, დანაშაულის ჩადენის შესახებ გონივრული ეჭვის შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იყოს, მათ შორის, ხელისუფლების კრიტიკით ცნობილი  პირის საქმიანობისთვის დაკავებით გამოწვეული მსუსხავი ეფექტი, რაც გონივრული ეჭვის ჩვეულებრივზე მაღალი სტანდარტით შეფასებას საჭიროებს. ჟურნალისტების დაკავების განხილვისას, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სწორედ ‘მსუსხავ ეფექტზე’, რომელიც შესაძლოა მომჩივნისთვის და ზოგადად მედიაგარემოსთვის შეიქმნას.

უდანაშაულობის და თავისუფლების პრეზუმფციის შემობრუნება

ნინო სახელაშვილი უდანაშაულობის და თავისუფლების პრეზუმფციას უგულებელყოფს მსჯელობის ყველა ეტაპზე. ის სილის გაწვნის ფაქტს ჯერ არასწორად აიგივებს პოლიციელზე თავდასხმის დანაშაულთან, შემდგომ კი მზია  ამაღლობელის ‘უკიდურესად უარყოფით’ პიროვნებაზე, არაჯანსაღ დამოკიდებულებასა და არაპროგნოზირებად ქცევაზე მითითებით ასაბუთებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების აუცილებლობას. უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს ნინო სახელაშვილის მიერ პატიმრობის შეფარდების გასამართლებლად მითითებული ერთადერთი დამატებითი გარემოებაც – მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე,  რომელზეც პასუხისმგებლობა იმ მომენტისთვის არც იყო დამდგარი.

სწორედ უდანაშაულობის და თავისუფლების პრეზუმფციიდან გამომდინარე, ევროპული სასამართლო პატიმრობის შეფარდებას ზოგად და აბსტრაქტულ არგუმენტებზე დაყრდნობით, საწინააღმდეგო პოზიციის გაუთვალისწინებლად, დაუშვებლად მიიჩნევს და შესაბამისად, მტკიცების ტვირთს ბრალდების მხარეს აკისრებს. ანტისამთავრობო პროტესტების დროს დაკავებების კონტექსტში სომხეთის და უკრაინის წინააღმდეგ მიღებულ საქმეებზე, ევროპულმა სასამართლომ მხოლოდ დანაშაულის და სასჯელის სიმძიმეზე მითითების საფუძველზე პატიმრობის გამოყენება თავისუფლების თვითნებურ შეზღუდვად შეაფასა. მეტიც, ევროპული სასამართლოს თანახმად, მიმალვის, მტკიცებულებების დაზიანების და ახალი დანაშაულის ჩადენის რისკების შესახებ რელევანტური მტკიცებულებების არსებობაც ვერ გაამართლებს თავისუფლების აღკვეთას ავტომატურად, მაგალითად, თუ ისინი ამ რისკების მხოლოდ უმნიშვნელო ზრდაზე მიუთითებენ.

ამასთან, ევროპული სასამართლო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას  ახალი დანაშაულის ჩადენის რისკის შეფასებისას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ ის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არის დადგენილი. მეტიც, ევროპული სასამართლოს სტანდარტით, წინა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ავტომატურად არ მიანიშნებს დანაშაულის  ხელახლა ჩადენის რისკზე და ამ ფაქტორის რელევანტურობა ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში კრიტიკულად უნდა შეფასდეს.  აღსანიშნავია, რომ ამავე სტანდარტს იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოც 2017 წელს მიღებულ გადაწყვეტილებაში.

ამ სტანდარტების საპირისპიროდ, პატიმრობის შეფარდებისას ნინო სახელაშვილი შემოიფარგლა “სილის გაწვნის” ეპიზოდის და გარემოებების აღწერით, რაც მან მზია ამაღლობელის პიროვნებაზე და მისგან მოსალოდნელ საფრთხეებზე დასკვნის გამოტანისთვის საკმარის საფუძვლად მიიჩნია.

მიმალვის რისკები

ყოველგვარ ლოგიკას არის მოკლებული ნინო სახელაშვილის მტკიცება, რომ გათავისუფლებიდან მალევე პოლიციელისთვის საჯაროდ სილის გაწვნა მიმალვის რისკებზე უთითებს. პირიქით, მზია ამაღლობელის მხრიდან პოლიციელებისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში ასეთი ქმედების განხორციელება, როგორც მინიმუმ, მიუთითებს იმაზე, რომ ის შესაძლო პასუხისმგებლობას, უფრო ზუსტად, კი, სახელმწიფო აპარატის ანგარიშსწორებას, არ გაურბის. ამ არგუმენტთან წინააღმდეგობაში მოდის თავად მოსამართლის მოლოდინიც, რომ ბრალდებული მიიღებს მონაწილეობას საპროტესტო შეკრებებში და ანალოგიურად მოიქცევა პოლიციელებთან კომუნიკაციისას, რითაც ის ამჯერად  დანაშაულის ხელახლა ჩადენის რისკების დასაბუთებას ცდილობს.

ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი

რაც შეეხება უშუალოდ დანაშაულის ხელახლა ჩადენის რისკს, ამას მოსამართლე ნინო სახელაშვილი ასაბუთებს იმ ფაქტზე მითითებით, რომ სილის გაწვნამდე მის მიმართ  უკვე მიმდინარეობდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, რასაც მზია ამაღლობელზე შემაკავებელი ეფექტი არ ჰქონია. თუმცა, მზია ამაღლობელი იმ მომენტისთვის სამართალდამრღვევად არც იყო ცნობილი, შესაბამისად, უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარეც ამ ფაქტის მის წინააღმდეგ გამოყენება დაუშვებელია. 

ამასთან, ზემოთ განხილული ევროპული სასამართლოს სტანდარტის საპირისპიროდ, ნინო სახელაშვილს არ გამოუკვლევია ყველა რელევანტური გარემოება. მაგალითად, ის არ დაინტერესებულა ადმინისტრაციული დაკავებისას და შემდგომ პერიოდში მზია ამაღლობელის მიმართ პოლიციის არასათანადო მოპყრობის ფაქტით, რომელსაც შესაძლოა მისი ქმედება გამოეწვია. როგორც სასამართლოსთვისაც იყო ცნობილი, მზია ამაღლობელი მანამდე პოლიციამ ტროტუარზე საპროტესტო სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, სხვა აქტივისტებთან ერთად. ადგილზე ქალი აქტივისტების დაკავება აგრესიული და უხეში ფორმებით მოხდა, თუმცა, რამდენიმე საათში ისინი პოლიციამ გაათავისუფლა. ადგილზე მყოფი ქალი აქტივისტები გათავისუფლების შემდეგად პოლიციის სამმართველოსთან რჩებოდნენ და დაკავებული სხვა პირების გათავისუფლებას ითხოვდნენ, რა დროსაც მოულოდნელად პოლიციამ დაიწყო სამმართველოს შენობაში იქვე მდგარი მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების მიზანმიმართული შეთრევა და დაკავება, მათ შორის, იყვნენ ბათუმელების რედაქტორის, ეთერ თურაძის ნათესავები. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, პოლიციის ეს უკანონო და თვითნებური მოპყრობა მზია ამაღლობელმა და ეთერ თურაძემ ადგილზე გააპროტესტეს. ამ დროს პოლიციის უფროსმა მზია ამაღლობელს შეაგინა და როგორც ქალს, უხამსი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მზია ამაღლობელის რეაქცია მყისიერად სწორედ ამ სიტყვიერ შეურაცხყოფას მოყვა.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2024 წლის 16 დეკემბერს, ერთ-ერთი საპროტესტო შეკრების დროს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, გრიგოლ ბესელია და ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე დაკავებით დაემუქრნენ „ბათუმელების“ რედაქტორს, ეთერ თურაძეს.

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მზია ამაღლობელის მიერ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ის 11 იანვარს სისხლის სამართლის წესით დაკავების შემდგომ ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა. კერძოდ, მზია ამაღლობელი ყვება, რომ ირაკლი დგებუაძემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, სახეში შეაფურთხა და გარკვეული დროის განმავლობაში  წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება არ მისცა.

არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტი კეთილსინდისიერი მოსამართლის ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობდა იმის გამო, რომ მზია ამაღლობელის ქმედება უშუალოდ დაკავებიდან გათავისუფლებას – სამართალდამცველების დაქვემდებარებაში ყოფნასა და შემდგომში პოლიციელის მხრიდან მასთან  ღირსებისშემალხავ კომუნიკაციას მყისიერად მოჰყვა. ეს გარემოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმის გათვალისწინებით, რომ მზია ამაღლობელის მხრიდან პოლიციელების მიმართ მსგავს ქმედებას არასდროს ჰქონია ადგილი, იმის მიუხედავად, რომ მას პოლიციელების გარემოცვაში და სტრესულ პირობებში მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება აქვს. 

მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების რისკები

მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების რისკების დასაბუთება იმ ფაქტზე მითითებით, რომ მზია ამაღლობელი პირადად იცნობს მოწმეებს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალის საფუძველი – სილის გაწნა –  ვიდეო-კადრებშია დაფიქსირებული ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

გადაწყვეტილებით დარღვეული სტანდარტების ‘ფორმალური’  ციტირება

ბოლოს, სამართლით ‘მანიპულაცია’ ყველაზე მკვეთრი ნინო სახელაშვილის მიერ ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების მიმოხილვაში ჩანს. კერძოდ, მოსამართლე სამართლებრივი დასაბუთების მინიმალური სტანდარტის დაუცველად უთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და ევროპული სასამართლოს სწორედ იმ პრინციპებზე, რომლებსაც რამდენიმე აბზაცის დაშორებით თავადვე უგულებელყოფს. მეტიც, რიგ შემთხვევებში მოსამართლე ევროპული სასამართლოს სტანდარტს არასწორად წარმოაჩენს. მაგალითად, მოსამართლე ნინო სახელაშვილის თანახმად, ევროპული სასამართლო არ უშვებს პირის ხანგრძლივ პატიმრობას მხოლოდ დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმეზე მითითებით. თუმცა, სინამდვილეში, ევროპული სასამართლოს სტანდარტით, არც ხანმოკლე პატიმრობა დაიშვება მხოლოდ შესაძლო დანაშაულის ბუნებაზე და ჩადენის გარემოებებზე აპელირებით. მოსამართლე უთითებს მიმალვის რისკების შესახებ ევროპული სასამართლოს ანალოგიურ სტანდარტზეც, რომლის თანახმად, ის ვერ დასაბუთდება მხოლოდ მოსალოდნელი სასჯელის სიმკაცრეზე მითითებით, თუმცა თავად სწორედ ასე ასაბუთებს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ პატიმრობის გამოყენების აუცილებლობას. ნინო სახელაშვილი ფორმალურ მითითებას აკეთებს მტკიცების ტვირთის, უდანაშაულობის და თავისუფლების პრეზუმფციის სტანდარტებზეც, რომლებსაც ასევე არღვევს მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეფარდებისას. მოსამართლე საუბრობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტზეც, რომელიც სხვა ნაკლებად მზღუდავი აღკვეთის ღონისძიებების არასაკმარისობის დასაბუთებას ეხება, იმის მიუხედავად, რომ თავად საერთოდ არ ახსენებს კონკრეტულ ალტერნატიულ ღონისძიებებს, მათ შორის, არ ეხმიანება დაცვის მხარის მიერ 100 000 ლარის ფარგლებში შემოთავაზებულ გირაოს, არათუ ასაბუთებს მის მიზანშეუწონლობას.

შეჯამება

მოსამართლე ნინო სახელაშვილის განჩინება სრულიად მოკლებულია გონივრულობის, კანონის და ადამიანის უფლებების სტანდარტებს, მეტიც ურთიერთწინააღმდეგობრივიც კი არის.

მოსამართლე სახელაშვილის განჩინება მნიშვნელოვან სამართლებრივ ხარვეზს შეიცავს:

სამართლებრივი კვალიფიკაციის პრობლემა

დადგენილი ფაქტობრივი გარემოება – სილის გაწვნა – არ აკმაყოფილებს პოლიციელზე თავდასხმის დანაშაულის შემადგენლობის ელემენტებს. შესაბამისად, დამატებითი მტკიცებულებების გარეშე არ არსებობს ამ დანაშაულის ჩადენის გონივრული ეჭვის სტანდარტი.

განჩინების დასაბუთებულობისა და რისკების შეფასების არათანმიმდევრულობა

განჩინებაში წარმოდგენილი მსჯელობა მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის რისკებთან დაკავშირებით ლოგიკურად წინააღმდეგობრივია – მოსამართლე ერთდროულად მსჯელობს როგორც მიმალვის, ისე საპროტესტო აქციებზე დასწრებით ახალი დანაშაულის ჩადენის რისკებზე.

საპროცესო გარანტიების დარღვევა

მოსამართლემ არ გაითვალისწინა უდანაშაულობის პრეზუმფცია და თავისუფლების ფუნდამენტური უფლება. პატიმრობის, როგორც უკიდურესი ღონისძიების გამოყენება, მხოლოდ ბრალდების არგუმენტებზე დაყრდნობით მოხდა.

დაცვის მხარის არგუმენტების იგნორირება

განჩინებაში არ არის სათანადოდ შეფასებული ბრალდებულის პროფესიული რეპუტაცია, მისი ხანგრძლივი ჟურნალისტური საქმიანობა და შემოთავაზებული ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიება – გირაო.

მედიის თავისუფლებაზე გავლენა

მოსამართლემ არ გაითვალისწინა გადაწყვეტილების პოტენციური გავლენა მედიის თავისუფლებაზე და ის “მსუსხავი ეფექტი”, რაც ჟურნალისტის დაპატიმრებამ შეიძლება გამოიწვიოს.

სასამართლო სისტემის ასეთი სახით გამოყენება მიზნად ისახავს რეპრესიული აპარატის გაძლიერებას და დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტებას. ეს პროცესი ხორციელდება არსებული სამართლებრივი ჩარჩოს მიზანმიმართული მანიპულაციის გზით, რაც საბოლოო ჯამში ემსახურება დემოკრატიული პროცესების შეზღუდვასა და ავტორიტარული მმართველობის განმტკიცებას.

ამდენად აშკარაა, რომ განჩინება არ აკმაყოფილებს დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების სტანდარტებს და საჭიროებს გადახედვასა და ცვლილებას ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან.  მიერ.

აქვე უნდა ითქვას, რომ მზია ამაღლობელის პატიმრობის შემთხვევა, რომელიც მედიის თავისუფლების შეზღუდვისა და სასამართლო ინსტიტუტების დაკნინების მაგალითია, დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტებას, პოლიტიკური დისკურსის რეპრესიულ შეზღუდვასა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების უგულებელყოფას ასახავს. ეს შემთხვევა არ არის მხოლოდ სამართლებრივი საკითხი, არამედ მასზე პოლიტიკური ანალიზი მიანიშნებს, რომ ხელისუფლება იყენებს ძალაუფლების მექანიზმებს განსხვავებული აზრის ჩასახშობად და სამოქალაქო საზოგადოების დასუსტებისთვის. აღნიშნული ვითარება აჩვენებს, რომ სასამართლო სისტემა გამოიყენება, როგორც ინსტრუმენტი კრიტიკული მედიის წინააღმდეგ. ამასთან, მზია ამაღლობელის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება ქმნის „მსუსხავი ეფექტის“ პრეცედენტს, რაც პირდაპირ ემუქრება მედიის დამოუკიდებლობას და აფერხებს მედიის უსაფრთხო ფუნქციონირებას ქვეყანაში”.

მზია ამაღლობელისოციალური სამართლიანობის ცენტრი
გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

სამართალი

12 კგ „მარიხუანა“ სატვირთოს სამალავში – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

10:55; 19 სექტემბერი, 2026
სამართალი

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

10:35; 19 სექტემბერი, 2026
სამართალი

შსს: თბილისში ძვირადღირებული კომპიუტერული ტექნიკის ქურდობისთვის ერთი პირია დაკავებული

10:26; 19 სექტემბერი, 2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

22:00; 18 სექტემბერი, 2026
სამართალი

POG: გიორგი ჩახუნაშვილმა და ზაქრო ალბუთაშვილმა აღიარეს დანაშაული, გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმება

17:33; 18 სექტემბერი, 2026

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი რეგიონების მიხედვით

დასავლეთ საქართველოს  ტურისტული უძრავი ქონების განვითარების პერსპექტივები

ყველა სიახლე

პოლიტიკა

კალაძე ავარიული სკოლის შენობის შესახებ: რამე რომ მოხდეს პასუხისმგებლობას ვინ აიღებს

13:01; 19.09.2026
პოლიტიკა

კახა კალაძე ბაღებში მომხდარ ფაქტზე: დაველოდოთ მოკვლევას, რასთან გვაქვს საქმე

12:21; 19.09.2026
პოლიტიკა

კობახიძე: მშვიდობიანი გზით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული ოცნება

11:26; 19.09.2026
სამართალი

12 კგ „მარიხუანა“ სატვირთოს სამალავში – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

10:55; 19.09.2026
სამართალი

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

10:35; 19.09.2026
სამართალი

შსს: თბილისში ძვირადღირებული კომპიუტერული ტექნიკის ქურდობისთვის ერთი პირია დაკავებული

10:26; 19.09.2026
საზოგადოება

ქობულეთში კვების ობიექტში ხანძარი გაჩნდა

10:14; 19.09.2026
საზოგადოება

“რადიო ქალაქი” ბერა ივანიშვილის კომპანიამ შეიძინა

9:34; 19.09.2026
საზოგადოება

უფასოა თუ არა ბაღის ინტოქსიკაციით ჰოსპიტალიზებული ბავშვების მკურნალობა

9:28; 19.09.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

22:00; 18.09.2026
მსოფლიო

მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

21:10; 18.09.2026
პოლიტიკა

საგარეო უწყება: ვგმობთ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს

19:17; 18.09.2026
პოლიტიკა

კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა

19:00; 18.09.2026
პოლიტიკა

ევროკავშირი ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რუსეთის ანექსიურ პოლიტიკას გმობს

18:13; 18.09.2026
საზოგადოება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 18.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო