კბილაშვილის თქმით, ბედუკაძესთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მას პოლიტიკურ გუნდში არ განუხილავს, მათ შორის არაფერი იცოდა იუსტიციის მინისტრმაც:
“ეს არ ყოფილა პოლიტიკური გუნდის განხილვის საგანი, მათ შორის ეს არ იყო ცნობილი იუსტიციის მინისტრისთვის. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას, მისი პოზიცია არის ძალიან მაღალი მორალური სტანდარტიდან გაკეთებული განცხადება. 2-3 დღის წინ მქონდა პრემიერთან კომუნიკაცია, მან მოისმინა ჩემი არგუმენტები, მაგრამ მისი პოზიცია არის ისეთი, რომ წამება არ შეიძლება იყოს შეწყნარებული.”
კბილაშვილის თქმით, მისი პოზიცია ბედუკაძის საქმესთან დაკავშირებით არ შეიცვლება, რადგან ამის სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს.