“ბატონმა ღარიბაშვილმა გააკეთა ხმამაღალი განცხადება, თითქოს რუსეთის დუმის დეპუტატების “მეგობრულ-სპორტული” ვიზიტის გასაპროტესტებლად მისული პატრიოტები აგინებდნენ პოლიციას. ალბათ იგულისხმა ზოგადად პატრიოტული და ანტი-საოკუპაციო პლაკატების ჩამოხევით და მსგავსი აქციების დარბევით ცნობილი თავისივე პოლიციის მაღალჩინოსანი ზურაბ რუხაძე.
სავარაუდოდ, ბატონ მინისტრს ალბათ არ უნახავს რამდნიმე ათეული ვიდეო ჩანაწერი (თითქმის ყველა არხზეა ნაჩვენები), რომელიც დეტალურად აღწერს მშვიდობიანი აქციის მიმდინარეობის და დარბევის მთლიან სურათს. გარდა ამისა, გუშინდელ სასამართლო სხდომაზე მსხდომმა ვერც ერთმა პატრულის თანამშრომელმა ვერ წარმოადგინა თუნდაც ერთი მტკიცებულება იმისა (გარდა შსს-ს ავტოსამრეცხაოსთან ნაჩქარევად შედგენილი ოქმისა) რომ 3 აფხაზეთიდან დევნილი ბიჭი არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, ან სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციას…
თანაც ეს იმის გათვალისინებით, რომ თითოეული პოლიციის პატრულ-ინსპექტორი, სწორედ ამგვარი შემთხვევებისთვის, ბატონმა ღარიბაშვილმა დიდი ზარ-ზეიმით აღჭურვა პორტატიული ვიდეოკამერებით.
მოსამართლის შეკითხვაზე, რატომ ვერ წარმოადგინა ასეთი გულზე დამაგრებული ვიდეო კამერით აღჭურვილმა დაახლოებით 40 პოლიციელიდან ვერც ერთმა თუნდაც ერთი ვიდეო ფირი მაინც, სადაც ასახული იქნებოდა პატრიოტების ხულიგნობა, ერთ-ერთმა პოლიციელმა უპასუხა, რომ ვერ მოასწრეს ვიდეო კამერის ჩართვა, და მოსამართლეს მოუწოდა სატელევიზიო არხების მიერ ნაჩვენები კადრებით ეხელმძღვანელა.
დღეს 16 საათზე, თბილისის საქალქაო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის სხდომაზე საპატრულო პოლიციას მიეცა ბოლო ვადა წარმოადგინონ პატრიოტების მხრიდან ბატონი ღარიბაშვილის მიერ მკაცრი და პრინციპული ტონით გაჟღერებული პოლიციელის შეურაცხყოფის დამამტკიცებული ვიდეო ჩანაწერი. მოუთმენლად ველით რას მოახლაფორთებენ….”