მისი თქმით, ყველა ის პოლიტიკოსი, რომელიც დაახლოებული იყო სააკაშვილის ხელისუფლებასთან და მჭიდრო კავშირი ჰქონდა საქართველოსთან, ალბათ, ახლა უკვე ფიქრობენ, რომ, თურმე, რამდენს ატყუებდათ სააკაშვილი. ახლა კი ისევ ეს განცდა აქვთ, ისევ ხომარ გვატყუებს საქართველოს ახალი ხელისუფლებაო.
“დარწმუნებით შემიძლია გიპასუხოთ, რომ ესტონეთის პრეზიდენტი ნამდვილად არ არის სულელი. ის ერთ-ერთი კოლორიტული ფიგურაა ევროპის პრეზიდენტებს შორის და გამოირჩევა საკმაოდ მკვეთრი განცხადებებით. ის ხალხი, ვისაც საქრათველოს პრეზიდენტთან მჭიდრო კავშირი ჰქონდა, დღეს ყველა არის შოკირებული და ვხედავთ ასეთ განწყობას, თურმე რამდენს გვატყუებდა სააკაშვილიო. ალბათ, იგივე განცდა აქვთ ახალ ხელისუფლებაზეც _ ესენიც ხომარ გვატყუებენ რამეოსო,” _ განაცხადა პარალმენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ესტონეთის პრეზიდენტის თომას ჰენდრიკ ილვესის გუშუნდელ განცხადებაზე.
შეგახსენებთ, რომ ესტონეთის პრეზიდენტმა თომას ჰენდრიკ ილვესის განცხადებით, საქართველოს ახალი ხელისუფლება აპატიმრებს პრეზიდენტობის ოპოზიციონერ კანდიდატს და ამბობს, რომ ის არავითარი კანდიდატი არ არის, რადგან დარეგისტირება ვერ მოასწრო. ესტონეთის პრეზიდენტი აღნიშნულ ფაქტს მისი გაბრიყვების მცდელობად აფასებს და აღნიშნა, რომ ის ბრიყვი არ არის. მან საქართველოში მიმდინარე მოვლენები უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დააკავშირა.