ძირითად საკითხს, ამომრჩეველთა სიების მეტი კონკრეტულობა და დაზუსტება წარმოადგენს. ინტერფრაქციული ჯგუფის წევრის მამუკა კაციტაძის განცხადებით, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებული კონკრეტული ინიციატივები პარლამენტის ხვალინდელ სხდომაზე განიხილება. მისი თქმით, ამომრჩეველთა სიები საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, დაახლოებით, 14-15 ათასი ამომრჩევლით გაიზრდება, რაც საპარლამენტო არჩევნების სიებში დაფიქსირებულ ამომრჩეველზე, გაცილებით მეტია.
“ხვალ იმართება პარლამენტის რიგგარეშე სესია, სადაც კონკრეტული ინიციატივები უნდა შევიდეს. პარლამენტში დაიწყება მსჯელობა ინტერფრაქციულ ჯგუფში მომზადებულ საკითხებთან დაკავშირებით. ვფიქრობ,ინტერფრაქციული ჯგუფის დღევანდელი სხდომა ერთგვარ გადაწყვეტილებებს მიიღებს, გარკვეულ ვიზირებას გაუკეთებს იმ საკითხებს, რომელთა განხილვა ხვალ უნდა დაიწყოს პარლამენტმა. დაახლოებით 14-15 ათასით არის გაზრდილი სია საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით,” _ განაცხადა პარტია “ახალი მემარჯვენეების” წევრმა მამუკა კაციტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.