მას შემდეგ, რაც, პოლიტიკოსთა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მხრიდან, ამ თემის ირგვლივ გამოითქვა მწვავე კრიტიკული პოზიციები, პრემიერ-მინისტრმა მთავარ პროკურორს უკვე მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვის დავალება მისცა.
მივიჩნევთ, რომ ბედუკაძესთან დაკავშირებით არჩილ კბილაშვილის გადაწყვეტილება, წარმოადგენს შერჩევითი სამართლის პრეცედენტს, რაც სამართლებრივ სახელმწიფოში დაუშვებელია. ამასთან, მთავარ პროკურორს საზოგადოებისთვის ჯეროვნად არ აუხსნია ამ გადაწყვეტილების მართებულობა, რაც გახდა გაურკვევლობის მიზეზი.
იმავდროულად, დაუშვებლად მიგვაჩნია, ცალსახად პოლიტიკური მოტივით, პრემიერ-მინისტრის დირექტივის შესრულება, ვინაიდან არ არსებობს ახლად აღმოჩენილი გარემოებები, რაც საქმის ხელახლა გადახედვის ერთადერთი სამართლებრივი საფუძველია”, _ მიიჩნევს პარტია ” თავისუფალი საქართველოს პოლიტიკური საბჭოს წევრი, თენგიზ ომანიძე.