აბაშიძის აზრით, უმცირესობა ამით სიტუაციის მეტ პოლიტიზირებას ახდენს და ცდილობს საზოგადოების თვალში “ნაციონალურ მოძრაობის“ ავტორიტეტი აღადგინოს.
“არც ერთი თანამდებობის პირს არ უთქვამს უარი პარლამენტში მოსვლასა და დასმულ შეკითხვებზე პასუხების გაცემაზე. ეს არის ძალიან კარგი ტრადიცია, განსხვავებით წინა პარლამენტისგან.
არ მგონია, მთავარ პროკურორს ჰქონდეს რაიმე პრობლემა უმცირესობასთან შეხვედრისა. მე მასთან პირადად კითხვები არ გამაჩნია, არც უმრავლესობის წევრებს, მე არ მგონია, ვინმეს ჰქონდეს კითხვა კბილაშვილთან და მასთან ამ კითხვის დასმის პრობლემა გააჩნდეს. როგორც ჩანს, უმცირესობას უნდა ამ თემის მეტი პოლიტიზირება მოახდინოს _ ბედუკაძის თემის, რომელიც იყო ჭანჭიკი იმ დანაშაულებრივ საქმიანობაში, რომელსაც ჰქონდა ადგილი. ნაციონალები ცდილობენ, რაღაც გააკეთონ, რომ საზოგადოების მხარდაჭერა ჰქონდეთ,” _ თქვა აბაშიძემ.