მათი განცხადებით ყვავაძე “ნაციონალური მოძრაობის” აქტიური მხარდამჭერი იყო და “ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ პოლიტიკური ორიენტაცია შეიცვალა.
ზესტაფონის რაიონის სოფელ აჯამეთის მოსახლეობა, ხელისუფლებას თხოვს, ყურადღება მიაქციონ რაიონში მიმდინარე მოვლენებს და გადახედონ ყვავაძის კანდიდატურას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფართომასშტაბიანი გამოსვლებით და აქციებით იმუქრებიან.
“თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და გამგებლად ჩვენ ვინც გვინდა, ის არ დაინიშნება, აჯამეთის რკინიგზას გადავკეტავთ,” _ აცხადებენ ადგილობრივები.