მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან საგანგებო განცხადებაა გასაკეთებელი და ევროკავშირის მისიასაც მეტი აქტიურობა მართებს.
“რამდენადაც ვიცი, ერთი ადამიანი გაიტაცეს თავისი მანქანით _ ჩამოსული იყო ლანჩხუთიდან, გიგინეიშვილია გვარად. ეხმარებოდა თავის ახლობელს ხორბლის მოსავლის აღებაში.
ძალიან ექსტრაორდინალური შემთხვევაა _ ადამიანების გატაცება, შემდეგ დაბრუნება, შემდეგ ე. წ. გასამართლება საზღვრის დარღვევისთვის. ადრეც ყოფილა ფაქტები, მაგრამ ამ შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე დაკავებულია რუსი მესაზღვრეების მიერ. ვფიქრობ საგანგებო განცხადებაა გასაკეთებელი, ევროკავშირის სადამკვირებლო მისიასაც ცოტა მეტი აქტიურობა მართებს. ეს არ ჰგავს მექანიკურად მომხდარ ამბავს _ შეიძლება, რაღაც ჩანაფიქრიც არის,” _ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში, ოსმა სეპარატისტებმა დღეს საქართველოს მოქალაქე გურამ გიგინეიშვილი დააკავეს.