დელეგაციის ერთი მანქანა სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა, რის შედეგად დაზიანდა საელჩოს კუთვნილი ავტომობილი და ელჩის მძღოლი. დაზარალებულები არიან მიკროავტობუსის მგზავრებიც.
“ამ დროისთვის დაშავებულები ზესტაფონის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. პოლონეთის ელჩს დღეს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, დიმიტრი კოპალიანთან ოფიციალური შეხვედრა ჰქონდა. შეხვედრა ავარიის გამო გადაიდო.” _ აცხადებენ ქუთაისის მერიის პრესსამსახურში.