კულტურის, როგორც ქვეყნის რეგიონული განვითარების ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალის გამოყენება; საქართველოს რეგიონების საერთაშორისო კულტურულ ცხოვრებაში ჩართვა.
ამჯერად, თიანეთში კულტურული კერების აღორძინებას შეუწყობს ხელს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თიანეთის გამგეობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
ღონისძიებას, რომელიც 11 ივლისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი და თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარე გივი წიკლაური.
შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით წარმოდგენილ დოკუმენტს ხელი მოაწერეს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე მარგიშვილმა და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მალხაზ დავითაშვილმა.
მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია თიანეთში არსებული ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურული პარკისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია, ასევე ღია სცენისა და საზაფხულო კინოთეატრის მოწყობა.
აღნიშნული პროექტის განხორციელებით კმაყოფილებას განსაკუთრებით ახალგაზრდები გამოთქვამენ. ისინი იმედოვნებენ, რომ მხოლოდ დოკუმენტად არ დარჩება და რეალობაში შეესხმება ფრთები უკვე წარდგენილ პროექტს.