“გიგინეიშვილმა თქვა, ამ პარტიას წარმოადგენენ ბატონი შერგელაშვილი და ნარმანია, რომლებიც ჩემი მეგობრები არიანო,” _ ამტკიცებს დავით წულაძე.
კითხვაზე აპირებს თუ არა გიგინეიშვილი “რესპუბლიკურ” პარტიაში შესვლას, საკრებულოს თავმჯდომარემ ასე გვიპასუხა:
ამირან გიგინეიშვილი: “სანამ არსებობს ერთიანი კოალიცია, მე არც ერთ პარტიაში არ გავწევრიანდები. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე მართლა არ მყავს “რესპუბლიკელი” მეგობრები თბილისში და არ გავწევრიანდები რესპუბლიკურ პარტიაში. რატომაც არა? კოალიციაში არის რამდენიმე პარტია, მათ შორის მემარცხენეები და მემარჯვენეები. მე თვითონ მემარჯვენე ცენტრისტი ვარ და ერთადერთი ცენტრისტები ამ კოალიციაში არიან რესპუბლიკელები. პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლას არ ვაპირებ. რაც შეეხება იმას, რომ მე მოვიცვალე ორი პარტია ანუ “ედპ” და “სახალხო”, ეს ერთი და იგივეა _ “ედპ” ორად გაიყო და მე “სახალხო პარტია” ვარჩიე.
სანამ საკრებულოს თავმჯდომარე გავხდებოდი, მაშინაც განვაცხადე, რომ მე მყავს “რესპუბლიკურ პარტიაში” მეგობრები. ლანჩხუთში ამ პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ჩემმა მეგობრებმა მთხოვეს მაშინ, რომ მე ვყოფილიყავი ამ პარტიაში, მაგრამ მე, როგორც, “ენჯეოშნიკმა”, უარი ვთქვი,” _ გვითხრა ამირან გიგინეიშვილმა.