როგორც ისინი “გურია ნიუსთან” აცხადებენ, აქცია იმართება კვლევითი ინსტიტუტის შენარჩუნებისთვის.
“ვითხოვთ ამ ინსტიტუტის აღდგენას და ახალ ხელისუფლებას ვთხოვთ მის შენარჩუნებას და გადარჩენას. რამდენიმე წელია აქ ვმუშაობთ, ორი წლის განმავლობაში 200-მდე თანამშრომელი იქნა შემცირებული და ეს ამხელა ინსტიტუტი პირად საკუთრებაში მიხეილ სააკაშვილმა გადასცა კახა ბენდუქიძეს პირადი მიზნებისთვის,” – გვითხრეს აქციის მონაწილე თანამშრომლებმა.