ამის შესახებ მინისტრმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“გუშინ დაბრუნდა ჩვენი დელეგაცია ავღანეთიდან შემოწმდა თუ როგორ შესრულდა დაპირება, რაც მიღწეული იქნა ჩემი ვიზიტისას ავღანეთში, როდესაც შევხვდი ნატოს გაერთიანებულ სარდლობას. მომახსენეს, რომ ყველა გადაწყვეტილება უკვე შესრულებულია. ის ორი ბაზა, რომელიც უნდა დახურულიყო _ დახურულია. ჩვენი ჯარი გადასულია დისლოკაციის სხვა ადგილზე და ყველა საინჟინრო თავდაცვითი ნაგებობა, რომელიც დაგეგმილი იყო უკვე დასრულებულია და ბევრად უფრო ახალ უსაფრთხოების გარემოში უწევთ მისიის შესრულება. ადამიანურად შესაძლებლის მაქსიმუმი გაკეთდა, რომ უზრუნველგვყო ჩვენი ჯარისკაცების უსაფრთხოება. ნატოსთან გაანალიზებულ იქნა ის ვიდეო ფირები, რომელიც ატვირთული იქნა საქართველოში და შეიცავდა მუქარას; შეიძლება ითქვას , რომ ამ მოვლენასა და თავდასხმას შორის არანაირი კავშირი არ არსებობს.
ასევე, მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენ სერიოზულად ვაკვირდებით ამ გამოძიების მიმდინარეობას. არაერთი შეხვედრა მქონდა შინაგან საქმეთა მინისტრთან. გვაიმედებენ, რომ უახლოეს პერიოდში გარკვეული პროგრესი იქნება ამ გამოძიებაში. ჩვენი სახელმწიფოს ღირსების საქმეა, რომ ყველა დეტალი ამ ამორალური და სულმოკლე ადამიანების მიერ დაგეგმილი დანაშაულისა, იქნეს გამოძიებული,” _ განაცხადა მინისტრმა.
ირაკლი ალასანია “ჯიჰადის ვიდეორგოლზე“ საუბრობს
ეკა ალფაიძე
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ირაკლი ღარიბაშვილს მუქარის შემცველი ვიდეორგოლების საქმის გამოძიების დაჩქარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მინისტრმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“გუშინ დაბრუნდა ჩვენი დელეგაცია ავღანეთიდან შემოწმდა თუ როგორ შესრულდა დაპირება, რაც მიღწეული იქნა ჩემი ვიზიტისას ავღანეთში, როდესაც შევხვდი ნატოს გაერთიანებულ სარდლობას. მომახსენეს, რომ ყველა გადაწყვეტილება უკვე შესრულებულია. ის ორი ბაზა, რომელიც უნდა დახურულიყო _ დახურულია. ჩვენი ჯარი გადასულია დისლოკაციის სხვა ადგილზე და ყველა საინჟინრო თავდაცვითი ნაგებობა, რომელიც დაგეგმილი იყო უკვე დასრულებულია და ბევრად უფრო ახალ უსაფრთხოების გარემოში უწევთ მისიის შესრულება. ადამიანურად შესაძლებლის მაქსიმუმი გაკეთდა, რომ უზრუნველგვყო ჩვენი ჯარისკაცების უსაფრთხოება. ნატოსთან გაანალიზებულ იქნა ის ვიდეო ფირები, რომელიც ატვირთული იქნა საქართველოში და შეიცავდა მუქარას; შეიძლება ითქვას , რომ ამ მოვლენასა და თავდასხმას შორის არანაირი კავშირი არ არსებობს.
ასევე, მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენ სერიოზულად ვაკვირდებით ამ გამოძიების მიმდინარეობას. არაერთი შეხვედრა მქონდა შინაგან საქმეთა მინისტრთან. გვაიმედებენ, რომ უახლოეს პერიოდში გარკვეული პროგრესი იქნება ამ გამოძიებაში. ჩვენი სახელმწიფოს ღირსების საქმეა, რომ ყველა დეტალი ამ ამორალური და სულმოკლე ადამიანების მიერ დაგეგმილი დანაშაულისა, იქნეს გამოძიებული,“ _ განაცხადა მინისტრმა.