რესოციალიზაცია და დასაქმების შესაძლებლობის ზრდაა.
ამ პროგრამის ფარგლებში პროფესიული გადამზადება გაიარეს სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში მყოფმა მსჯავრდებულებმა. გადამზადების კურსი დამთავრდა და 15 ივლისს პროფესიული მომზადების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ. სერტიფიკატები სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილემ სოფიო ჯაფარიძემ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა გადასცეს.
პროგრამის მონაწილე 12-მა მსჯავრდებულმა სერტიფიკატები საბუღალტრო საქმის, IT-სა და ინგლისური ენის კურსების გავლის შედეგად მიიღო.
პროფესიული გადამზადების კურსები მსჯავრდებულებისთვის მომავალი სასწავლო წლიდან განახლდება და სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებებსაც მოიცავს.