სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ აღნიშნული გზით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 5 სოფელი – შუხუთის, აცანას, მამათის, აკეთის, ზემო აკეთის, ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათის მოსახლეობა ისარგებლებს. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს 2 ხიდისა და 41 ერთეული მილხიდის რეაბილიტაციას. ასევე 8 ერთეული ახალი რკინაბეტონის მილხიდის, 144 მ გაბიონებისა და 137 ერთეული სპეცპროფილის ბეტონის პარაპეტების მოწყობას. გზის რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების საერთო ღირებულება 4089712.77 ლარია. პროექტის ფარგლებში ჯამში 200-ამდე ადამიანი დასაქმდება აქედან 70 ადგილობრივი მოსახლეა. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქართული კომპანია შპს “ბლექსი გრუპი” ახორციელებს.