“გურია ნიუსი” გურამ მიქელაძეს ტელეფონით დაუკავშირდა. მისი თქმით, მას დრო არ აქვს, რომ აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ფრაქციის საქმიანობაში.
_ სანამდე ფრაქცია შეიქმნებოდა, თავისუფალი დრო გამომიჩნდა და მინდოდა საკრებულოში ამ დროის გამოყენება, უფრო აქტიური ვყოფილიყავი, მაგრამ ახლა ისე მოხდა, რომ ეს თავისუფალი დრო აღარ მაქვს და არ მინდა, რომ ფრაქციის წევრი ვიყო მხოლოდ სახელისა და გვარის გამო, _ გვითხრა გურამ მიქელაძემ.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით მასზე ზეწოლა განხორციელდა და ამიტომ თქვა უარი ფრაქციის წევრობაზე.
_ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ნამდვილად არ ყოფილა არანაირი ზეწოლა. ეს არის ჩემი გადაწყვეტილება და უკვე ოფიციალური წერილი გავაგზავნე საკრებულოში და იქ ყველაფერი წერია, – განაცხადა მიქელაძემ.
“გურია ნიუსის|” ინფორმაციით ამ დრომდე გურამ მიქელაძის წერილი საკრებულოში არ შესულა. მისივე განმარტებით, წერილი ბათუმიდან გამოაგზავნა.
სტატია მომზადებულია ფონდის “ღია საზოგადოება _ საქართველოს” მიერ დაფინანსებული პროექტის _ “დათვალე საკუთარი ფული!”, ფარგლებში და მასში გამოთქმული მოსაზრება არ გამოხატავს ფონდის პოზიციას.