გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულს ოზურგეთის რაიონის დასახლება შეკვეთილში, მძღოლების მოსასვენებელ შენობაში, ე. წ. “ტირ პარკ”-ში დროებით მფლობელობაში ფართი ჰქონდა, სადაც გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, რამდენიმე თვის განმავლობაში ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ადგილს უთმობდა. „ტირ პარკ“-ის მომსახურე ქალბატონები მოწმის სახით დაიკითხნენ.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 254-ე მუხლით).