დავინახეთ ჩვენი შეცდომებიც, რადგან როცა ურემი გადაბრუნდება, გზა გადასარევად ჩანს ხოლმე. უნდა ვთქვა, რომ მათ შორის, ისეთი შეცდომებიც დავინახეთ, თქვენ რომ არც ხართ მიხვედრილი. ჩვენ მიხვედრილი ვართ და თმები ყალყზე დაგვიდგა, ეს როგორ მოგვივიდა”, _ განაცხადა პრეზიდენტმა “ნანუკას შოუში”.
საკაშვილმა ყოფილ თანაგუნდელებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ირაკლი ოქრუაშვილს “თავში აუვარდა”
_ “ოქრუაშვილი მალე დაინიშნა დიდ თანამდებობაზე და ამ დროს ადამიანებს თავში უვარდებათ. ყველა ქვეყანაში ასეა. არა მგონია, ეს მარტო ქართული ან ქართლური თვისება იყოს”, – აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ძირითადი გუნდიდან არავინ წასულა და სიძნელეების გამოჩენისთანავე მხოლოდ მოგვიანებით მიტმასნილები გაიქცნენ”.