ადგილობრივები ხელისუფლებისგან გზების შეკეთებას, სოფლის გაზიფიცირებას და ინფრასტრუქტურული პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. როგორც ისინი აცხადებენ, მრავალი წლის მანძილზე ურთულეს პირობებში უწევთ ცხოვრება _ არ აქვთ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები, რის გამოც სოფელს პრობლემები ექმნება. მიუხედავად უამრავი დაპირებისა, სოფელი გოდოგანი კვლავ გზის და გაზის გარეშე რჩება.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ქუთაისი-ზესტაფონი-თბილისის ავტომაგისტრალს გადაკეტავენ.