შედგა თომა ჩაგელიშვილის ფილმის _ ” ცხელი არჩევნების” ჩვენება, რომელიც გასულ წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეძღვნება და ყველა ის ამბავია აღწერილი, რაც გასულ წელს საქართველოში წინასაარჩევნოდ ხდებოდა. მათ შორის, “ინფო9”-ის მიერ ლანჩხუთში გადაღებული “ანტენების დაპატიმრება” და ჟურნალისტების დევნა. ფილმში ნაჩვენები, იყო თუ როგორ მოახერხა ” გურია ნიუსმა”, პირველს გადმოეცა ივანიშვილის დაცვის წევრის გაუჩინარების ამბავი.
შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი მედიის, ასევე სამოქალაქო სექტორისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ია ანთაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა: “ჩვენ ისეთი პროფესია გვაქვს, რომ ყოველთვის გვიხდება, კრიტიკულად ვუყუროთ ხელისუფლებას, ნებისმიერი ხელისუფლება კი მგრძნობიარეა კრიტიკის მიმართ. მაგრამ აქ არის მეორე მომენტი _ რა ბერკეტებს იყენებს ხელისუფლება ჟურნალისტების წინააღმდეგ? წინა ხელისუფლება იყენებდა ბევრ ბერკეტს _ ძალადობა, მოსყიდვა, მოფერება, მაგრამ ერთობლიობაში ეს იყო შემზარავი. საბედნიეროდ, ახალ ხელისუფლებას ამდენი ბერკეტი ჟურნალისტების წინააღმდეგ არ აუმოქმედებია. დღეს, მე მგონი, ერთ-ერთი ყველაზე კარგი პერიოდი აქვს ქართულ ჟურნალისტიკას.”