ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის დირექტორი გიორგი სულამანიძე, ტერიტორიული ადმინისტრაციის თანამშრომლები, ადგილობრივი გიდები, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
შეხვედრის დროს, განვლილი 6 თვის მანძილზე შესრულებული საქმიანობების ანგარიში და სამომავლო გეგმები წარმოადგინეს. ასევე, განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის დაარსების 101 წლის იუბილის აღნიშვნა, ახლად შექმნილი აღკვეთილის ტერიტორიაზე ალპური საძოვრების მართვის პრობლემა, დაცულ ტერიტორიაზე არსებული ტყეების მდგომარეობა და საშეშე მერქნის რესურსი, ეკო ტურიზმთან დაკავშირებული საკითხები და სხვა.
სხდომაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ ადმინისტრაციის სიახლოვეს გაკეთდეს პარკის დაარსების ერთ-ერთი ადრეული ინიციატორის _ ლუდვიგ მლოკოსევიჩის მემორიალი, რომლის წვლილი დაცული ტერიტორიის დაარსებაში საკმაოდ დიდია.
გარდა ამისა, სხდომაზე აღინიშნა, რომ არაკონტროლირებადი ტურიზმი პარკის ტერიტორიაზე მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი, რათა არ დაზიანდეს გარემო. ამისთვის საჭიროა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საკარავე ადგილების მოწყობა;
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მსგავსი პრაქტიკა მსოფლიოში აპრობირებულ საერთაშორისო სტანდარტებზეა დაფუძნებული და ბუნების დაცვისკენ მიმართული საქმიანობების ეფექტურობასა და ტურიზმის მდგრად განვითარებას, ასევე საზოგადოების უფრო მეტ ჩართულობას შეუწყობს ხელს.