რომელზეც აშკარად ჩანს, რომ ავტომანქანამ, რომელსაც თვითმკვლელი ტერორისტი მართავდა, ბაზის შიგნით ვერ შეაღწია და შესასვლელში საკონტროლო გამშვებ პუნქტთან აფეთქდა.
ტერაქტის შედეგად 6 სამხედრო მოსამსახურე კაპრალი თეიმურაზ ორთავაძე, კაპრალი გიორგი ადამოვი, რიგითი ზურაბ გურგენაშვილი, მიხეილ ნარინდოშვილი, ბორის ცუგოშვილი, ზვიად სულხანიშვილი დაიღუპნენ. აფეთქებამდე რამდენიმე საათით, ადრე www.youtube.com-ზე მუქარის შემცველი ვიდეოები გავრცელდა. თალიბანის სახელით გავრცელებულ ვიდეოში ქართველ სამხედროებს შურისძიებით დაემუქრნენ. რამდენიმე დღის წინ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ვიდეოს გავრცელებასა და აფეთქებას შორის კავშირი არ დადასტურდა.