_ ქალბატონო ნინო, არჩევნებს ფინანსები ჭირდება. ვინ დაგაფინანსებთ თქვენ?
_ რაც შეეხება დაფინანსებას, ამ მხრივ კატასტროფული მდგომარეობაა. ბატონმა ბიძინამ თქვა, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის მარგველაშვილს, ბურჯანაძეს და სხვა კანდიდატებს თანაბარი პირობები ჰქონდეთო. ვერ გვექნება თანაბარი პირობები, ალბათ არ იცის ბატონმა ბიძინამ ეს.
“ნაციონალური მოძრაობის” დამფინანსებლები დღესაც ფლობენ იმ ბიზნესებს, რომელიც ადამიანებს წაართვეს. სხვათაშორის, დღემდე დევს კანონში მუხლი, რომ სატენდერო პირობებში უპირატესობა ენიჭებათ იმ კომპანიებს, რომლებსაც ბოლო წლების განმავლობაში 5 მილიონი ჰქონდა ბრუნვა. 5 მილიონი ვის ჰქონდ ბრუნვა ნაციონალების გარდა? ანუ გამოდის, რომ ვერცერთი სხვა კომპანია, რომელიც ნაციონალებთან შეკრული არ იყო, დღეს ვერც ტენდერში გაიმარჯვებს და ვერც ამოისუნთქავს.
როგორ შეიძლება დღეს დემოკრატიულმა მოძრაობამ და ჩვენ მოვიპოვოთ დაფინანსება, როდესაც ყველა ის ბიზნესმენი, რომელიც ჩვენი პარტიის მხარდამჭერი იყო, “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაიჭირა, ბიზნესი წაართვა, ქვეყნიდან გააგდო და ამ ხალხს, ჯერჯერობით, უკან არაფერი დაუბრუნებია, ისევ “ნაციონალების” ხელშია.
პირდაპირ დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი _ ფული ექნება მარგველაშვილს და ბაქრაძეს. არცერთ სხვა კანდიდატს, რასაც საარჩევნო დაფინანსება ქვია, არ ექნება. რასაც საარჩევნო დაფინანსება ქვია. მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, მარგველაშვილზე ასჯერ ნაკლები დაფინანსებით მოვიგებ არჩევნებს, მაგრამ ის ასჯერ ნაკლები ხომ მაინც უნდა მქონდეს? ამაზე არ უფიქრია სახელმწიფოს.