ს.ს. “ქართული ფოლადი”-ს დირექტორი, ნათია ჯაყელი ითხოვდა ბათილად ცნობილიყო ს.ს. “ქართული ფოლადსა” და შ.პ.ს. “რუსთავის ფოლადს” შორის 2011 წლის 27 დეკემბერს დადებული აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულება, აღდგენილიყო პირვანდელი მდგომარეობა და აღნიშნული გარიგებით შ.პ.ს. “რუსთავის ფოლადისათვის” გადაცემული უძრავ-მოძრავი ქონება დაბრუნებოდა ს.ს. “ქართული ფოლადს”. ამასთან, მოპასუხეებს ს.ს. “ქართული ფოლადი”-ს სასარგებლოდ დაკისრებოდათ ზიანის ანაზღაურების სახით 7 780 000 ლარის გადახდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, “ქართული ფოლადი”-ს დირექტორის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ს.ს. “ქართული ფოლადს” და შ.პ.ს. “რუსთავის ფოლადს” შორის 2011 წლის 27 დეკემბერს დადებული აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულება. ამასთან, აღდგენილ იქნა პირვანდელი მდგომარეობა და აღნიშნული ხელშეკრულებით შ.პ.ს. “რუსთავის ფოლადი”-სათვის გადაცემული ქონება საკუთრებაში დაუბრუნდა ს.ს. “ქართული ფოლადს”. ხოლო “ქართული ფოლადის” სარჩელი ირაკლი მეძმარიაშვილის და მალხაზ ალბორაშვილის მიმართ 7 780 000 ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
“ქართული ფოლადის” დირექტორი, ნათია ჯაყელი მიიჩნევს, რომ სამართლიანობის აღდგენისათვის ბრძოლის გზაზე პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვებაა მიღწეულია. ჯაყელი დარწმუნებულია, რომ ის ადამიანები, რომელთაც უკანონო გარიგებებით მარტო სახელმწიფო ბიუჯეტი 39 მილიონი ლარით აზარალეს, კანონის შესაბამისად პასუხს აგებენ.
შეგახსენებთ, 2011 წლის ზაფხულში პატარკაციშვილის ოჯახს და საქართველოს მაშინდელი მთავრობის შეთანხმების შედეგად, “ქართულ ფოლადს”, რომლის მფლობელი ბიზნესმენი ჯოზეფ ქეი გახლავთ, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ჩამოერთვა და პატარკაციშვილების ოჯახს გადაეცა.
ცნობისთვის: 2011 წლის ზაფხულში პატარკაციშვილის ოჯახს და საქართველოს მაშინდელი მთავრობის შეთანხმების შედეგად, „ქართულ ფოლადს“ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ჩამოერთვა და პატარკაციშვილების ოჯახს გადაეცა.
– See more at: http://frontnews.ge/ge/news/1635#sthash.C39J0ahr.1pZ2bodH.dpuf