მათი განცხადებით, ამ დღეს საქართველოს ისტორიაში, სიმბოლური და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს, სწორედ ამიტომ, უკვე წლებია ტრადიციად დამკვიდრდა ამ დღის აღნიშვნა ყოველი წლის 22 ივლისს.
პოლიტიკური რეპრესიები საქართველოში 1921 წლიდან დაიწყო. რეპრესიებმა განსაკუთრებულად ფართო მასშტაბებს 30-იანი წლების შუა ხანებში მიაღწია. რეპრესიებს საბჭოთა კავშირში ყოველთვის ერთი მიზანი ჰქონდა _ პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნება.