ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა. მისივე განცხადებით, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ინტერფრაქციული ჯგუფი მისი ხელმძღვანელობით საარჩევნო საკითხებზე მუშაობას ისევ გააგრძელებს.
“თუ ვინმეს ჰგონია, საარჩევნო გარემო მხოლოდ დაფინანსების ზრდისგან შედგება, ძალიან ცდება ან ეკონომიკური ინტერესების გადაფარვის მცდელობას აქვს ადგილი. დაასახელონ ნორმა, რომელი ნორმაც ჩვენ მოგვყავს და არ აუმჯობესებს საარჩევნო გარემოს. ჟურნალისტებმა ანალიზი უნდა გაუკეთოთ, ვინ ამბობს სიმართლეს და ვინ _ იტყუება,” _ განაცხადა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელმა ზაქარია ქუცნაშვილმა.