Mercedes-Benz-ის ავტომობილებზე 9-საფეხურიანი სიჩქარეთა კოლოფი გამოჩნდა. ასეთი კოლოფით აღიჭურვა უკანა წამყვანთვლებიანი E350 BlueTec.
მანქანას ძრავი 3 ლიტრიანია, 252 ცხენის ძალით. ტრანსმისიის ცვლილების მიუხედავად ავტომანქანის დინამიური მახასიათებლები იგივე დარჩა, სამაგიეროდ, იგი თავის წინამორბედზე ბევრად უფრო ეკონომიურია _ შერეული ციკლში იგი 100 კილომეტრზე 5,3 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ქალაქში კი ამავე მანძილზე 6,4 ლიტრ საწვავს დახარჯავს.